“გუშინ და დღეს დავდივარ სენატში, ვხვდები სენატორებს, კონგრესის წევრებს, ექსპერტებს და ბევრი მეუბნება, რომ ჩვენ მოგვბეზრდა საქართველოზე ლაპარაკი, საქართველოსგან უკვე დაღლილობაა აქ… არადა იმდენი ათწლეული დავდიოდი და ყველა იძახდა – თქვენ ხართ ყველაზე მაგრები, ყველაზე განსაკუთრებულები.

ხალხო, მართლა გავწიოთ გვერდზე ყველა პოლიტიკოსი, მე ერთი რამ მაინტერესებს – გვინდა თუ არა რომ გვქონდეს სიამაყე ჩვენი ქვეყნის? ეს ხომ უცვლელი კატეგორიაა. თქვენ ხომ გინდათ, რომ მაგარი ქვეყნის მოქალაქეები იყოთ? თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? ამისათვის საჭიროა, რომ დაეხმაროთ ჩვენ ქვეყანას, არა პოლიტიკოსებს, არა სააკაშვილს.

ქვეყანას სჭირდება თქვენი დახმარება ახლა, თქვენი დრაივი, იმიტომ, რომ ძალიან მაგრები ხართ, ნიჭიერები ხართ. თქვენ უნდა იბრძოლოთ საქართველოს და საკუთარი თავისუფლებისთვის. მე არაფრისკენ მოგიწოდებთ, არ ვაპირებ ჭკუა გასწავლოთ, რადგან ჩემზე კარგად იცით ყველაფერი. უბრალოდ, იფიქრეთ იმაზე, რომ სიამაყე და განსაკუთრებულობა საქართველოს თქვენ უნდა დაუბრუნოთ”

მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებს.