ხომ არ დავაწესოთ კვოტა, 100 კანონს თუ მიიღებს უმრავლესობა, 5 ოპოზიციის იყოს? – ინჯია

პარტია ევროპელი სოციალისტების წევრი ფრიდონ ინჯია პარლამენტს ინიციატივით მიმართავს, დაწესდეს კვოტები, რომლის მიხედვითაც, ყოველ 100 მიღებულ კანონზე, 5 ოპოზიციის იქნება.

“მე გადავხედე წინა მოწვევის პარლამენტში მიღებულ კანონებს და აღმოვაჩინე, რომ პარლამეტს არცერთი ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილი კანონპროექტი არ მიუღია. მე არამგონია, ის მისაღები იყო, არ იყო მისაღები… მაშინ ხომ არ დავაწესოთ ასეთი კვოტა – 100 კანონს თუ მიიღებს უმრავლესობა, მაშინ 5 კანონი მაინც იყოს ოპოზიციის მხარეზე, ამის კურატორი იყოს პარლამენტის თავმჯდომარე. თქვენ, ბატონო არჩილ”,– მიმართა ინჯიამ არჩილ თალაკვაძეს.

თალაკვაძემ უპასუხა, რომ ამ კითხვაზე პოზიტივი უნდა დაინახონ, თუმცა ეს საყვედური თანაბრად ეკუთვნის ოპოზიციასაც, რომელიც წელიწად–ნახევარი სხდომებზე წარმოდგენილი არ იყო.