ხომ იცით რასთან არის დაკავშირებული ჩიპი? რასთან და განათლებასთან – გამყრელიძე ვაქცინაციაზე

ხომ იცით რასთან არის დაკავშირებული ჩიპი? რასთან და განათლებასთან – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

”ეს რასთან დაკავშირებული, ხომ იცით ეს? რასთან არის დაკავშირებული ეს ჩიპი, ეშმაკის და ა.შ. რასთან და განათლებასთან. განათლებაა მთავარი ქვეყანაში, მოსახლეობის განათლების საშუალო დონე. პირდაპირ ეს არის განათლებასთან დაკავშირებული. ჩვენ რომ ვამბობთ, დიახ, განათლებული ერი ვართ, მაგრამ… რომ დადგება საკითხი ამასთან დაკავშირებით, რომ ვლაპარაკობთ ამდენი ხანი, ხომ შეიძლება საზოგადოებრივი მორატორიუმი ქორწილებსა და ქელეხებზე და ამ დიდ წვეულებებზე. რა იქნება, თავი რომ შევიკავოთ?”- ამბობს გამყრელიძე.