ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას “ფეიკს” უწოდებს, თუმცა ამავე დროს მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი პასუხისმგებელია მოშიმშილეებზე, მათ შორის ელენე ხოშტარიაზე.
“მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია იმ ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, რომლებიც ახლა შიმშილობენ, ის პირდაპირაა პასუხისმგებელი, მას შეუძლია შეწყვიტოს თავისი ეს FAKE შიმშილობა და ბუნებრივია, ეს პირდაპირ აისახება ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე, მას რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება, ამას გააკეთებდა, თუმცა, ნულოვანი კაცობა და ღირსება აქვს მიხეილ სააკაშვილს, ამითაა ის გამორჩეული.
მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია ყველაფერზე, მათ შორის, იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ, ელენე ხოშტარია განსაკუთრებით, რომელიც შიმშილობს უკვე 2 კვირაზე მეტია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სერიოზული რისკის ქვეშ, მიხეილ სააკაშვილი არის ამაზე პასუხისმგებელი პირდაპირ. მას რომ ჰქონდეს კაცობა, ამის გამო შეწყვეტდა მარტო ამ შიმშილობას, თუმცა მის კაცობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოდგენა და ეს წარმოდგენა არის მყარი”,- ამბობს კობახიძე.