ხოშტარიას ჯანმრთელობის გართულება ამ ეტაპზე მოსალონდელი არ არის – ექიმი

ნიუ ჰოსპიტალსის მორიგე ექიმის, ვალერიან ლობჟანიძის თქმით, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია და ამ ეტაპზე გართულებები მოსალოდნელი არ არის.

მისივე ინფორმაციით, ხოშტარიამ დაიწყო საკვები ნივთიერებების მიღება.

“ქალბატონი ელენეს მდგომაროება არის სტაბილური. ვიტალური პარამეტრები ნორმის ფარგლებში. რაიმე სახის გართულება ამ ეტაპზე მოსალონდელი არ არის. შემოსვლისას იყო მცირედი ელექტოიდური დისბალანსი, რომელიც ამჟამად სრულად აღდგენილია. დაწყებულია ენტერალური კვება სპეციალური საკვები საშუალებით, ასევე, საჭიროებისამებრ ინტრავენური ინფუზიები უტარდება. იღებს დანიშნულ საშუალებას, რომლის მიღება დაიწყო გუშინ და ეტაპობრივად მოხდება კვების რაციონის გაზრდა. სანამ არ დაიწყებს სრულფასოვან კვებას, თეორიულად შეიძლება ჩაითვალოს საყურადღებოდ”, – აცხადებს ექიმი.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 17-დღიანი შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა, როცა მისი მოთხოვნა შესრულდა და მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.