ხოშტარია: “აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი” – ამის მთქმელი საქართველოში ჩამოდის

პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში “საგულაოდ” ჩამოდის.

მისი განცხადებით, ის ქვეყანაში არ უნდა შემოუშვნა, თუ “თამოვყვარეობა გაგვაჩნია”.

“Больше Абхазия никогда не будет частью Грузии” – აი, ამის მთქმელი, ვლადიმირ პოზნერი, პუტინის მონა, ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე საგუალაოდ. ცხადია, შემოუშვებენ და გულაობის ექსკლუზიურ უფლებასაც მიანიჭებენ. გალიდან პენსიონერი რომ გადმოვიდეს პენსიის ასაღებად 5 დღე კარანტინში აგდებენ და პოზნერი გულაობს საქართველოში.

ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია”,– წერს ხოშტარია.