ხუხაშვილი: ოცნების მთავარი კოზირია – “იმიტომ ვაშავებთ, რომ უბრალოდ გამო****ებულები ვართ”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება საქმის ჩაფლავებასთან ასოცირდება, ნაციონალური მოძრაობა კი ტრაგედიებთან, რაც მმართველი პარტიის მთავარი კოზირია.

ამით ის გარდაცვლილი ახალციხელი მედდის მეუღლის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ კლინიკა, რომელშიც მის მეუღლეს პირველადი დახმარება გაუწიეს, “ნაციონალებისაა”.

“ერთხელ თქვა ჩემმა შვილმა და სრულიად ვეთანხმები. თუ რამე ტრაგედია ხდება – ასოცირდება ნაციონალებთან. თუ რამე ფლავდება – ასოცირდება ოცნებასთან. იმდენად არის ჩაბეტონებული ეს აზრი, რომ ასეთ მდგომარეობაშიც კი ვერ იჯერებენ, რომ პასუხისმგებელი დღევანდელი ხელისუფალია და არა 10 წლის წინანდელი.

ეს არის ქართული ოცნების პარადოქსული მთავარი კოზირი – “ჩვენ იმიტომ კი არ ვაშავებთ, რომ ცუდი გვინდა, არამედ უბრალოდ გამო@@@@@@@ბი ვართ და ასე გამოგვდის…”– წერს ხუხაშვილი.