ხუხაშვილი სააკაშვილზე: საჭიროა “ჭრელი პეპელას” სტრატეგიის შემუშავება

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ელექტორატის ნაწილის მობილიზაციას ახდენს, ნაწილს კი აფრთხობს, ამიტომ მან “ჭრელი პეპელას” სტრატეგია უნდა შეიმუშავოს.

“სააკაშვილის პარადოქსი: ის ახდენს ნაც. მოძრაობის ელექტორატის მაქსიმალურ მობილიზებას და შესაბამისად, მისი ფაქტორი აუცილებელია. ამასთანავე, ის აფრთხობს ე.წ. სამობილიზაციო ელექტორატს და შესაბამისად მისი ფაქტორი არჩევნების გარანტირებულად წაგებას უწყობს ხელს.

ამიტომ, საჭიროა “ჭრელი პეპელას” პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავება იმისათვის, რომ ოპოზიციას შანსი მიეცეს. ამბიციების და ემოციების დაოკების შემთხვევაში ეს შესაძლებელია..”,– წერს ხუხაშვილი.