ჯანდაცვის სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ – გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას აზრით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ.

“უბრალოდ რომ ჩამოვთვალოთ: ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომა, დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადაუდებელი მედიცინა და საერთოდ, ამ სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო 4 თვეში, როდესაც გლობალურად მსოფლიო დადგა გამოწვევის წინაშე. ჯანდაცვის თითოეულ თანამშრომელს, პირველ რიგში მინისტრს, მინდა მადლობა გადაუვხადო იმ შრომისთვის, 24 საათის განმავლობაში, რომელიც მათ გაწიეს ბოლო 4 თვის განმავლობაში”,- განაცხადა გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის 1 წლის ანგარიშის წარდგენაზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ მინისტრთან და ხელიმძღვანელობასთან ერთად, სხვებთან შედარებით წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას, თუმცა არაფერი დასრულებული არ არის.

“ჩვენ მოქალაქეებს სიმშვიდეს სძენს ის სახეები, რომელსაც აქ ვხედავ”,- აღნიშნა გახარიამ.