ჯანდაცვის სამინისტრო თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვებას არ ადასტურებს

ჯანდაცვის სამინისტროში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს,  რომ  თენგიზ ცერცვაძე აჭარაში უახლოს დღეებში ვიზიტს გეგმავს, რათა ეპიდვითარებას ადგილზე გაეცნოს.

„ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს. ამ ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა ერთი ვიცი, რომ ბატონი თენგიზი ემზადება ბათუმში ვიზიტისთვის. ვიცი, რომ აპირებს ამ დღეებში ჩამოსვლას, როგორც ქალბატონი მარინა ეზუგბაია იყო ჩამოსული”, – აცხადებს გაბუნია.

ცნობისთვის, ცოტახნის წინ ტელეკომპანია “მთავარმა”  გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს.