ჯანმო გვაფრთხილებს, რომ კვიდპანდემია მსოფლიოში 2022 წელსაც გაგრძელდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ბრიუს უილვარდი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია სავარაუდოდ 2022 წლის მნიშვნელოვან ნაწილშიც გაგრძელდება, რადგან მსოფლიოს ღარიბი ქვეყნები საკმარისი რაოდენობით ვაქცინებს ვერ იღებენ. ჯანმოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ განვითარებული ქვეყნები არ ასრულებენ საკუთარ ვალდებულებას უღარიბესი რეგიონებისთვის პრეპარატების მიწოდების შესახებ.

თუ ქვეყნების უმრავლესობაში მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი ან მეტია აცრილი, აფრიკაში იმუნიზაცია მოსახლეობის მხოლოდ 5–მა პროცენტმა გაიარა. ამავე დროს, საქველმოქმედო ორგანიზაციების გათვლების თანახმად, დედამიწის ყველაზე ღარიბ მაცხოვრებელთათვის დაპირებული შვიდი ვაქცინიდან მხოლოდ ერთი აღწევს რეალურად მიზანს.

“შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ თავს ვერ ვართმევთ. უნდა დავაჩქაროთ პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში რა მოხდება? ეს პანდემია ერთი წლით დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე უნდა გაგრძელებულიყო“ – ამბობს აილვარდი. მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდების საერთაშორისო პლატფორმა, კოვაქსი წლის ბოლომდე 2 მილიარდი დოზის გამოყოფას გეგმავდა, თუმცა ჯერჯერობით ამ ქვეყნებისთვის მხოლოდ 371 დოზის გაგზავნა შეძლო.

ამასობაში კი კორონავირუსის გავრცელების ტემპები ბევრ ქვეყანაში იზრდება.