ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, უსუსურები ვართ – მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზე

ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, უსუსურები ვართ -ასე აფასებს, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებს.

“ვინც იქ მივიდა მარტვილელები არცერთი არ იყო, იყვნენ ჩამოსულები ზოგი ქუთაისიდან. რა ესაქმებათ? ჩემს ეპარქიაში სასჯელი ვის დავადო ვის უნდა შევუთანხმდე, მაპატიეთ, ჟურნალისტებს? ანგაჟირებულ მრევლს? არ მესმის ეს რა არის, აღშფოთებული ვარ. მით უმეტეს, ძალადობით შეჭრა მღვდელმთავრის პირად საკუთრებაში, როცა კრება მიმდინარეობს. ჩანს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. ხალხი, რომლებიც „ბალკონიდან“ გადმოცვივდნენ, გარედან აღებდნენ კარს. იქ იყვნენ ჩასული ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ პროვოკაცია გამოეწვიათ და ეს გამოუვიდათ – ამბობს მეუფე ანტონი.