ჯაღმაიძე უცნობის აქციაზე: ისინი არ იღებენ პატრიარქის შეურაცხყოფას, მათ ესმით ჩვენი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ გადაუხადა საპატრიარქომ უცნობის აქციის მონაწილეებს მადლობა.

მისი თქმით, მარტივი თავაზიანობაა,”როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან და მადლობას უხდი”.

“რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად. ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ შეურაცხყოფას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილია ეს.

მადლობა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით, მათ ესმით ჩვენი. უამრავი უცხო ადამიანი დღეს ქუჩაში მაჩერებდა და მადლობას გვიხდიდა და პატრიარქთან თბილ სიტყვებს მაბარებდა. როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი, ეს მარტივი თავაზიანობაა. დარწმუნებული ვარ ასევე იქცევიან თავად ისინი, ვინც ეს გაიკვირვა”,- აცხადებს ჯაღმაიძე”,- წერს ჯაღმაიძე Facebook-ზე.

მიუხედავად ამ განცხადებისა, საპატრიარქომ ჩაასწორა Facebook-პოსტი, რომელშიც უცნობის აქციის მონაწილეებს მადლობას უხდიდა.