“ის რომ ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ იმ პროცესში, რასაც საქართველოში ვეძახით არჩევნებს, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვესმის სინამდვილეში რა პროცესია ეს. ეს არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენ როცა გადაწყვიტეთ, რომ მიგვეღო მონაწილეობა არჩევნებში, მეორე ტურებში, ეს გავაკეთეთ მხოლოდ იმის სადემონსტრაციოთ, რომ მიუხედავად დაშინების, შანტაჟის, სუს-ის სიგიჟეებისა, ამ ქვეყნის მოქალაქეებს მაინც შეგვწევს უნარი, რომ სადღაც ეს სისტემა გავარღვიოთ.

ქართული ოცნება ცდილობს, წინასწარ შექმნას განწყობა, თითქოს არჩევნები დამთავრდა და გაიფორმეს გამარჯვება. ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული. მიუხედავად ყველაფრისა, რაც აღვწერე, ყველა უბანზე ჩვენი წარმომადგენლები იცავენ თითოეულ ხმას. ჩვენ დავდებთ იმ შედეგებს, რა შედეგებიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას, მაგრამ არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ამ შედეგების აღიარებით ჩვენ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას ვაღიარებთ. ამ ხელისუფლებას ამ შედეგებითაც ლეგიტიმურობის სერიოზული დეფიციტი აქვს. შეუძლებელია, რომ ისინი დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში. ჩვენ უახლოეს მომავალში მივაღწევთ იმას, რომ ხელისუფლება შეიცვლება და ეს ქვეყანა დაადგება აღმშენებლობის გზას”

განაცხადა თბილისის ვიცემერობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე.