“ეს ვიდეო როდისაა ჩაწერილი, ინსულტამდე თუ ინსულტის მერე? ჯერ “თავი წაიქცია” და სიმულაციამ რომ არ გაჭრა, ახლა მოწოდებებით მოგვმართავს, რა უნდა ვთქვათ და რა არა.

მესამე პირის განცხადების გამო (სხვა საკითხია, რა ტყუილებშია გახლართული და რას ბოდავს), პაციენტს მკურნალობაზე უარს ვეუბნებიო, აცხადებს ექიმი, რომელიც აქამდე სააკაშვილის “რეაბილიტაციით” იყო დაკავებული. ახლა მაინც ხომ გასაგებია, რომ არავითარი რეაბილიტაცია ამ ანტიექიმის მეთვალყურეობით ვერ მოხდებოდა და არც მომხდარა?

ახლა ხომ ხედავს ყველა ამ სიტუაციის მთელ შემზარაობას? – ამის და ამაზე უარესების ხელშია გამოკეტილი სააკაშვილი და ესენი წყვეტენ მის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს. შეგახსენებთ, ამ დეგრადირებულმა ადამიანმა სააკაშვილის გამოწერაზე და ფორმა ასზე ხელმოწერით ერთხელ უკვე სასიკვდილოდ გაიმეტა სააკაშვილი”

ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ექიმ ნინო გოგორიშვილის ვიდეომიმართვას.