ჯონი დეპმა სასამართლო დავა მოიგო

ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ჯონი დეპისა და მისი ყოფილი მეუღლის, ემბერ ჰერდის სასამართლო დავა დეპის გამარჯვებით დასრულდა. ნაფიც მსაჯულთა უმეტესობამ ემბერ ჰერდის პუბლიცისტური წერილი ჯონი დეპის მიმართ გამიზნულ ცილისწამებად ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ემბერ  ჰერდის მხარემ ჯონი დეპს რეპუტაციული ზიანისთვის 15 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ნაფიც მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ჯონი დეპმა ცილი დასწამა ყოფილ მეუღლეს, ამბერ ჰერდს – მაგრამ ეს იყო მისი ადვოკატის, ადამ უოლდმანის მეშვეობით. შესაბამისად მას დაეკისრა 2 მილიონი დოლარის გადახდა ამბერ ჰერდისთვის.

2018 წელს ემბერ ჰერდმა Washington Post-ზე პუბლიცისტური წერილი გამოაქვეყნა, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა განიხილა. წერილში ემბერ ჰერდმა ძალადობის პირადი გამოცდილებები აღწერა. მიუხედავად იმისა, რომ ჯონი დეპის სახელი ემბერ ჰერდის პუბლიცისტურ წერილში არ იყო ნახსენები, იგი მის კარიერაზე და პირად ცხოვრებაზე უარყოფითად აისახა, რადგან წერილში მკაფიოდ ჩანდა, რომ დეპზე იყო საუბარი, რის გამოც, მან  ემბერს სასამართლოში უჩივლა ცილისწამებაზე და კომპენსაციის სახით, 50 მილიონი ა.შ.შ. დოლარი მოითხოვა.  ემბერ ჰერდმა საპასუხოდ, ჯონი დეპის ადვოკატის, 2020 წელს მის მიმართ ცილისწამებრივი გამოსვლისთვის, კონტრსარჩელი წარადგინა სასამართლოში და კომპენსაცია 100 მილიონი ა.შ.შ დოლარის სახით მოითხოვა