ჯონსონის თქმით, რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი გეგმავს “ყველაზე დიდ ომს ევროპაში 1945 წლის შემდეგ” ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, რასაც ვუყურებთ, ეს არ იქნება შეჭრა მხოლოდ აღმოსავლეთიდან, დონბასის მეშვეობით, არამედ, დაზვერვის ცნობით, რუსეთი აპირებს შეიჭრას უკრაინაში ჩრდილოეთიდან, ბელარუსის საზღვრიდან და კიევი ალყაში მოაქციოს.

ჯონსონი აღნიშნავს, რომ ხალხმა უნდა იცოდეს, რა ადამიანური ფასი მოჰყვება ამას როგორც უკრაინელების, ასევე რუსების მხარეს.

მისივე განცხადებით, გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო შორს მიმავალ სანქციებს შემოიტანს, ვიდრე ადრე იყო შემოთავაზებული – დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსულ კომპანიებს “ფუნტით და დოლარებით ვაჭრობას” შეუჩერებენ, რაც “ძალიან ძლიერ დარტყმას მოახდენს” თავისი გავლენით.

ცნობისთვის, დონეცკში რუსეთის მხრიდან შეტევებს 2 უკრაინელი მებრძოლი ემსხვერპლა, 5 კი დაიჭრა. რუსეთის კონტროლირებადი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტისა და მინსკის შეთანხმებას არღვევენ.