ჯო ბაიდენი რუსეთს აფრთხილებს

აშშ–ს არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს  ადანაშაულებს იმაში, რომ მან გაუმართლებლად დააკნინა და შეამცირე ცოტა ხნის წინ აშშს მთავრობაზე და მრეწველობაზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის მაშტაბები. ამ თავდასხმის უკან ვაშინგტონში ბევრის აზრით რუსეთი დგას. ბაიდენმა რუსეთიც გააფრთხილა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ამერიკულ სისტემებში ნებისმიერი  შეჭრის შემთხვევაში რუსეთი დაუსჯელი არ დარჩება.

ბაიდენმა ყველას შეახსენა, რომ ტრამპი ჯერ კიდევ პოსტზეა და ამერიკის ინტერესები უნდა დაიცვას, თუმცა თავდასხმა მის ცხვირწინ მოხდა, მან კი ეს ვერ შეამჩნია:

“თუმცა, დარწმუნეულნი იყავით, რომ ტრამპისგან განსხვავებით მე მსგავს ფაქტებს მთელი სერიოზულობით მოვეკიდები“ – თქვა ბაიდენმა დელავერში გამართულ პრესკონფერენციაზე.