ჰაკერებმა Facebook-ის 533 მლნ მომხმარებლის მონაცემები გაავრცელეს, მათ შორის 95 193 ქართველის

Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის პერსონალურმა მონაცემებმა გაჟონა. 533 მილიონი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია – სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართები ჰაკერებმა ფორუმზე გაავრცელეს. ეს ინფორმაცია არ მოიცავს მომხმარებლების პირად მიმოწერებს. 

მათ შორის, გავრცელებულია 95 193 ქართველი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია.  Bloomberg-ის ცნობით, Facebook-ი ამ გაჟონვის საქმის კურსშია.

ჰაკერებმა 106 ქვეყნის მოსახლეობის ინფორმაცია გაავრცელეს, მათ შორის 32 მილიონი მომხმარებელი აშშ-დან არის, 11 მილიონი გაერთიანებული სამეფოდან, ხოლო 6 მილიონი ინდოეთიდან.