“ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ელჩს დაელაპარაკონ ამ საკითხებზე, აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება და ხისტი განცხადება, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ გამოძიება მიმდინარეობს და არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს, თუ საიდან და რა წარმოშობისაა ის მასალები, რომლებსაც ასე ძალიმად აფრიალებდნენ ჩვენი ოპონენტები მედიასაშუალებებში.

ეს რეალობა დამატებით შეკითხვებს წარმოშობს და შეკითხვებზე პასუხებს ყველა ერთად ველოდებით. საზოგადოება დაცულად უნდა გრძნობდეს თავს როგორც ფარული მოსმენებისგან, ასევე ნებისმიერი სხვა მოქმედებისგან, რომლისგანაც ჩვენ ჩვენი უშიშროების სამსახური გვაზღვევს, ეს გარე გამოწვევებია თუ შიდაგამოწვევები. ჩვენი სპეციალური სამსახურების დისკრედიტაცია არასწორია, რასაც ძალიმად ეწევიან ჩვენი ოპონენტები. ამას არ უნდა აჰყვეს არც ელჩი და არც ნებისმიერი ჩვენგანი, რა პოლიტიკური შეფერილობის დროშაც არ უნდა ეჭიროს ხელში”

ამბობს ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით ელჩის დაბარებაზე. ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი სუს-დან გავრცელებულ ფაილებზე ამბობს, რომ ბუნებრივად არ მიაჩნია, როდესაც პარტნიორი ქვეყანა მათი წინააღმდეგ მსგავსი ტიპის საქმიანობაშია ჩართული.