ჰეითერები, ბულერები – წილოსანი “თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებაზე”

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი აქტივისტების ჯგუფს “თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებას” აკრიტიკებს და ჯგუფის წევრებს ჰეითერებს, ბულერებსა და ყველაფერზე წამსვლელებს უწოდებს.

“აი, ასეთ ღირსეულ სახელქვეშ ამოფარებულ ჯგუფებში ბუდობენ საშიში ადამიანები, ყველაფერზე წამსვლელები, ჰეითერები, ბულერები. მიზანი ნათელი აქვთ, უნდა შეგავიწროვონ, შეურაცგყონ, დაგამცირონ, რომ მერე მათი მოსაზრების გარდა არავის აზრი არ ისმოდეს… სტანდარტული მოძალადის ფსიქიკა, რაც უკვე გვინახავს და გამოგვიცდია… გაგრძელებაა იმ სამარცხვინო წარსულის, რაც 2012 წელს ერმა ისტორიას ჩავაბარეთ”, – წერს წილოსანი.

მანამდე ჯგუფი უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმაც გააკრიტიკა და მას “პრონწკი” უწოდა.