„ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს დალევა არ შეიძლება ვაქცინის მერე, ვერ იმუშავებ ვაქცინის მერე. ერთი დღე თუ დაისვენებ ვაქცინის მერე ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ დამერწმუნებით, პირველი დოზის მერე მთელი დღე ვმუშაობდი, ცოტათი მოთენთილობის გრძნობა ნამდვილად მქონდა. მეორე დოზის შემდეგ საერთოდ არაფერი მქონია. ასე რომ ვიღაცას კი, შეიძლება მართლა ჰქონდეს რაღაც რეაქცია, სიცხეც ჰქონდეს. მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი და 1-2 დღეში გადის. დალევა როგორ არა, თრობა საერთოდ არ არის კარგი, მაგრამ 1-2 ჭიქა იმავე დღეს რომ დალიო და აღნიშნო აცრა, არაფერი პრობლემა არ არის”

თქვა NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ იმედთან ინტერვიუში.