10 000-მდე რუსი მობილიზაციისას შეცდომით გაიწვიეს

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციისას, 10 000-მდე რუსი ახალგაზრდა შეცდომით გაიწვიეს.  ინფორმაციას „ინტერფაქსი“ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეზე ანდრეი კარტაპოლოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც  ანდრეი კარტაპოლოვი აცხადებს, შეცდომით გაწვეული ახალგაზრდების საკითხზე ამჟამად შემოწმება ტარდება.ხოლოსანკტ-პეტერბურგში მობილიზაცია გრძელდება და ის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.