მევენახეებს ერთჯერადი კომპენსაციის სახით სახელმწიფო 3 000 ლარს გადაუხდის. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კახეთის რეგიონის 5 მუნიპალიტეტში სეტყვამ გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
“მთავრობის გადაწყვეტილებით, დასეტყვილი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. რამდენიმე ლოკაციაზე გახსნილია პუნქტები, სადაც მევენახეები დაზიანებულ ერთ კილოგრამ რქაწითელს 80 თეთრად და ერთ კილოგრამ საფერავს 1 ლარად ჩააბარებენ. ეს არის მაქსიმალური კონპენსაცია, რასაც ჩვენი ფერმერები მიიღებენ. იმ მევენახეებს, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით სახელმწიფო 3 000 ლარს გადაუხდის, რათა მოხდეს ვენახების აღდგენა და ყურძნის წარმოება.” – განაცხადა დავითაშვილმა.


![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)








![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-100x70.jpg)


