“ოცნების” მსხვილმა შემომწირველმა ტენდერების 37%-ი უკონკურენტოდ მოიგო – “ფლანგვის დეტექტორი”

“ქართული ოცნების” მსხვილმა შემომწირველმა, მამუკა ხელაიამ, ტენდერების 37% უკონკურენტოდ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

”მამუკა ხელაიას კომპანიებმა ტენდერების 37%-ში უკონკურენტოდ ან კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა. 44,650 ლარი მან ტენდერის გვერდის ავლით, გამარტივებული შესყიდვის გზით მიიღო, ხოლო უკვე ათვისებული 16 მილიონი ლარის გარდა, დამატებით 3 მილიონ ლარზე მეტი 2 მიმდინარე ტენდერიდან აქვს მისაღები. 2017-21 წლებში, ტენდერებში გამარჯვების შემდემ მამუკა ხელაიამ მმართველ პარტიას 55,000 ლარი შესწირა.
ბოლო, 10,000 ლარიანი შემოწირულობის გაკეთებიდან 3 დღეში, ის ქართული ოცნების რუსთავის საკრებულოს სიის მე-7 ნომერი გახდა.

არსებობს არაერთი კვლევა-გამოძიება, სადაც მკაფიოდ იკვეთება სქემა, რომლის მიხედვითაც, მეტწილად მორგებული პირობებით მოგებული ტენდერების შემდე, ბიზნესმენების მმართველ პარტიას ფულს სწირავენ და მათ საარჩევნო კამპანიას აფინანსებენ.

ჩანს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც არ არის გამონაკლისი, თუმცა ამჯერად შეწირულობასთან ერთად პოლიტიკაში მოსვლისა და ქალაქების/მუნიციპალიტეტების მართვის ამბიციაც მკაფიოა. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია მსხვილი ბიზნესმენი რუსთავიდან, მამუკა ხელაია.

მამუკა ხელაია 14 კომპანიასთან არის დაკავშირებული, რომელთაგან ორი: შპს ვი-აი-პი + და შპს მ.კ.ბ-საქართველო, სახელმწიფო ტენდერებში აქტიურობს.

შპს ვი-აი-პი +, რომელიც 2013 წელს დაარსდა და რომლის 100% წილს მამუკა ხელაია ფლობს, სახელმწიფო შესყიდებში 2015 წლიდან აქტიურდება. ეს კომპანია სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, ხოლო მისი დამკვეთები სხვადასხვა სახელმწიფო და ადმინისტრაციული ორგანოებია. საერთო ჯამში, 2015-21 წლებში, ამ კომპანიამ 46 ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც მან 16,684,645 ლარი უკვე მიიღო, ხოლო 3,047,000 ლარი მისაღები აქვს 2 ახლად მოგებული ტენდერიდან.

აღსანიშნავია რომ ტენდერების 37%-ში ამ კომპანიამ კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ან უკონკურენტო გარემოს ხარჯზე გაიმარჯვა.ასეთ პირობებში მოგებული ტენდერების ჯამურმა ღირებულებამ 3,640,948 ლარი შეადგინა.

საერთო ჯამში ამ კომპანიის მიერ მოგებულმა ტენდერებმა 2015-21 წლებში 19,731,645 ლარი შეადგინა, საიდანაც 16,684,645 ლარი უკვე მიიღო სახელმწიფოსგან, ხოლო 3,047,000 აქვს მისაღები 2 მიმდინარე ტენდერიდან.

რაც შეეხება შპს მ.კ.ბ-საქართველო-ს, რომლის 37%-ს მამუკა ხელაია ფლობს. ამ კომპანიამ 2015 წელს სსიპ სსსტც “დელტა”-გან მიიღო 7 გამარტივებული შესყიდვა, ჯამში 44,650 ლარის ღირებულების, რომელიც მას კომპანიას დელტას ბალანსზე არსებული სხვადასხვა ავტომობილებისა და სამხედრო ტექნიკის მოვლა-შენახვის მომსახურებისთვის გადაეცა.
საერთო ჯამში ამ ორი კომპანიით მან სახელმწიფოსგან უკვე მიიღო 16,729,295 ლარი, ხოლო 3,047,000 აქვს მისაღები 2 მიმდინარე ტენდერიდან.

მას შემდეგ რაც 2015 წლიდან მამუკა ხელაიას კომპანიებმა სახელმწიფოსგან დიდი რაოდენობით თანხების მიღება დაიწყეს ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით, ბიზნესმენი მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველიც გახდა, კერძოდ: 2017-21 წლებში მან მმართველ პარტიას ჯამში 55,000 ლარი შესწირა, მათ შორის ბოლო 10,000-ლარიანი შემოწირულობა მან 2021 წლის 6 აგვისტოს გააკეთა, ხოლო აქედან 3 დღეში იგი რუსთავის საკრებულოს პროპორციული სიის მე-7 ნომრად დასახელდა ქართული ოცნებიდან.

შეჯამება ბიზნესმენ მამუკა ხელაიას შემთხვევა მმართველი პარტიისა და ბიზნესის შერწყმის კარგი მაგალითია, როცა ბიუჯეტის ხარჯზე ამ ორი სფეროს წარმომადგენელთა ვიწროპარტიული და პერსონალური ინტერესების დაკმაყოფილება, ნაცვლად გამჭირვალე და არაკორუფციულ გარემოში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისა – ეკონომიურობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით.”- ნათქვამია განცხადებაში.

კრემლი სამხედრო მობილიზაციას ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალშიც გეგმავს

გამოცემა “მედუზას“ ინფორმაციით კრემლში განიხილავენ უკრაინასთან ომისთვის მობილიზაციის შესაძლებლობას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალშიც. ამის...

Pink Floyd–ის დამუფუძნებელმა უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ პოლონეთში კონცერტი გააუქმა

ჯგუფ Pink Floyd–ის დამფუძნებელმა, როჯერ უოტერსმა გააუქმა პოლონეთში დაგეგმილი კონცერტი იმის გამო, რომ მისმა...

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 18 წლის გოგო გადმოვარდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული სასწრაფო...

აშშ–ს თვითმფრინავები, რომლებიც სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს აკონტროლებს ჰაერშია

აშშ–მ ჰაერში აწია ერთ–ერთი ყველაზე იშვიათი და უნიკალური თვითმფრინავები  RC-135S “Cobra Bell“, რომელიც სტრატეგიული...

“დაწესდეს შეზღუდვები რუსებისთვის” – საქართველოს მოქალაქეებმა მანიფესტი შექმნეს

რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოში უკონტროლოდ შემოსულ რუსეთის მოქალაქებისათვის, საქართველოს მოქალაქეები შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ და...

ირანი კიევს მოუწოდებს, არ მოექცეს მესამე მხარის გავლენის ქვეშ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ნასერ ქანაანის თქმით, უკრაინა უნდა ეცადოს, რომ მესამე მხარის გავლენის...

“ირანმა უკრაინელების მკვლელობის მხარდაჭერა გადაწყვიტა” – პოდოლიაკი

"ირანმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს რუსეთს და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყანას უკრაინელების მკვლელობისთვის თანამედროვე დრონები მისცეს..წლების განმავლობაში...

ერთი პირის გათავისუფლებას პირადად პუტინი ითხოვდა – ერდოღანი ტყვეების გაცვლაზე

ერთი პირის გათავისუფლებას პირადად პუტინი ითხოვდა - თურქეთის პრეზიდენტმა, მისი შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას...

მსოფლიო „დიდი საფრთხის“ წინაშეა – გაეროს გაფრთხილება

გაეროს გენერალური მდივანი სახელმწიფოთა ლიდერებს შეახსენებს, რომ მსოფლიო „დიდი საფრთხის“ წინაშე იმყოფება. პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა ფიზიკური დასწრებით ნიუ-იორკში...

საშიში სიგნალები: მეცნიერებმა გულის უკმარისობის ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომები დაასახელეს

ახალ კვლევაში ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ დაასახელა ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. გულის უკმარისობა– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის წამალი ჯერჯერობით არ...

Pink Floyd–ის დამუფუძნებელმა უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ პოლონეთში კონცერტი გააუქმა

ჯგუფ Pink Floyd–ის დამფუძნებელმა, როჯერ უოტერსმა გააუქმა პოლონეთში დაგეგმილი კონცერტი იმის გამო, რომ მისმა პოზიციამ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით  აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ ასოშეითედ...