11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მამას ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თერჯოლაში 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ მამას ბრალდება დაუმძიმდა. მათი ინფორმაციით, კაცს ბრალდება არასრულწლოვანი შვილის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენებისა და მეუღლის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფის, დამცირების საქმეზე წარედგინა.

დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, 11 პრიმა, 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ზ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

23 აგვისტოს თერჯოლაში 11 წლის ბიჭმა საკუთარი სახლის ეზოში თავი მოიკლა.  არასრულწლოვანის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა 24 აგვისტოს დააკავეს. უწყების განცხადებით, ბრალდებული 11 წლის შვილზე სისტემატურად ძალადობდა. პროკურატურამ მას, ბრალი — ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარუდგინა, 26 აგვისტოს კი ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრომა შეუფარდა.