1192 შემთხვევიდან 471 თბილისში გამოვლინდა, 343 – აჭარაში – ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისში გამოვლინდა, 343 – აჭარაში, 211 – იმერეთში, 45 – სამეგრელო-ზემოსვანეთში, 37 – შიდა-ქართლში, 39 – ქვემო-ქართლში, 18 – გურიაში, 14 – სამცხე-ჯავახეთში, 13 – მცხეთა-მთიანეთში, 11 – კახეთში.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 233, ხოლო გარდაიცვალა — 8.

ქვეყანაში სულ 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან, 8 060 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 136 — გარდაიცვალა.