ჩერნობილის ზონაში რადიაციის დონემ აიწია

უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია აცხადებს, რომ რუსული ძალების მიერ ჩერნობილის დაკავების შემდეგ, ზონაში რადიაციის დონემ აიწია.

“გაუცხოების ზონის რადიაციული მონიტორინგის ავტომატიზირებული სისტემის მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმშიც, მოწმობს გამა გამოსხივების კონტროლის დონის დოზის მნიშვნელოვან ზრდაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.