12-დან 15 წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდები აცრას შეძლებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შეძლებენ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მყოფი  ქრონიკული დაავადების მქონე მოზარდები.

“მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ფართო ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით 12-დან 15 წლამდე მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებზე და ასევე, აქაც იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში ჩაიტარა ვაქცინაცია და აქ მეორე დოზა აქვს ჩასატარებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნებიც ინდივიდუალურ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.