რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინის მიზნად კვლავ უკრაინის უდიდეს ნაწილზე კონტროლის დამყარება რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას, შეერთებული შტატების ეროვნული სადაზვერვო უწყების უფროსი ევრილ ჰეინსი ავრცელებს.
- „ვფიქრობთ, რეალურად მას(პუტინს) იგივე პოლიტიკური მიზნები აქვს რაც ომის დასაწყისში“ – განაცხადა ჰეინსმა აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტისთვის მომზადებულ ანგარიშში.
ჰეინსის თქმით, პუტინის ამბიციის მიუხედავად, რუსეთის შეიარაღებული ძალები ომისგან გამოფიტულია და მხოლოდ „შეზღუდული“ წარმატების მიღწევა შეუძლია, ხოლო სამხედრო შესაძლებლობების აღსადგენად რუსეთს „წლები“ დასჭირდება.
- „მანამდე, რუსეთი რამდენიმე საომარი ოპერაციის პარალელურად განხორციელებას ვერ შეძლებს. კრემლი სულ უფრო მეტად დაეყრდნობიან ასიმეტრიულ ინსტრუმენტებს, როგორიცაა კიბერ-შეტევები, ენერგეტიკის კონტროლი და ბირთვული იარაღიც კი“, – ამბობს ჰეინსი.







![“თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ – გიორგი კირვალიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/giorgi-kirvalidze-218x150.jpeg)







