სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის. მედიკოსს პატიმარი პოლიტიკოსი დღეს უნდა მოენახულებინა, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ შესაბამისი საბუთის მოწესრიგება დროულად ვერ უზრუნველყო.
პარტია „დროაში“ აცხადებენ, რომ ხოშტარიას აქვს ქრონიკული ტკივილები, რომელთა მართვაც ვერ ხერხდება, ხოლო სიღრმისეული მკურნალობა ამ დრომდე არ დაწყებულა. თანაპარტიელები აღნიშნავენ, რომ რსებობს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანების რისკი, რის გამოც ელენემ შესაძლოა, ეტლის გარეშე დამოუკიდებლად გადაადგილება ვეღარ შეძლოს.






![“თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ – გიორგი კირვალიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/giorgi-kirvalidze-218x150.jpeg)








