ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია შსს-ს განცხადებაში.







![“თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ – გიორგი კირვალიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/giorgi-kirvalidze-218x150.jpeg)







