უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობუთ, ლუგანსკის ოლქში, სვატოვოს რაიონში, დაიჭრა მე-20 გაერთიანებული არმიის 144-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ოლეგ ცოკოვი.
“მტერი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით მობილიზაციას აგრძელებს. 19 სექტემბერს პირველი არმიის კორპუსის წარმომადგენლებმა გორლოვკაში ათი კაცი დააკავეს და სამხედრო სამსახურში წაიყვანეს, განურჩევლად ასაკისა და ჯანმრთელობისა. 18-20 სექტემბერს, ლუგანსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში, რუსული კერძო კომპანიის წარმომადგენლები წარუმატებლად ცდილობდნენ პატიმრების გადაბირებას”, –წერია ანგარიშში.
უწყების ცნობით, 19-20 სექტემბერს რუსეთის დონის როსტოვის ჰოსპიტალში დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურის 105 ცხედარი გადაასვენეს და უახლოეს მომავალში კიდევ 200 ცხედარის მისაღებად ემზადებიან.






![“თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ – გიორგი კირვალიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/giorgi-kirvalidze-218x150.jpeg)








