დაწესებულებები, სადაც მოქალაქეები მწვანე პასპორტის გარეშე ვერ შევლენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტით დაიშვებიან შემდეგ დაწესებულებებში:

  • კვების ობიექტები
  • რესტორნები
  • კაფეები
  • ბარები
  • კინოთეატრები
  • თეატრები
  • მუზეუმები
  • საკონცერტო დარბაზები
  • გასართობი ცენტრები
  • სამორინეები
  • სათამაშო ბიზნესის ობიექტები
  • სპა ცენტრები
  • ფიტნეს დარბაზები
  • სასტუმროები
  • სამთო კურორტების საბაგირო გზები

აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე ვრცელდება. მოქალაქეები მწვანე სტატუსის დაფიქსირებას სპეციალური აპლიკაციით შეძლებენ.