15 თებერვალს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

15 თებერვალს, 18:00 საათზე პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აქცია #GeorgiaSupportsUkraine მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში დააორგანიზეს.

“მეგობრებო!!! შევიკრიბოთ უკრაინის დამოუკიდებლობის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. შევიკრიბოთ რაც შეიძლება მეტი, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი დამოუკიდებლობის, განვითარების, დემოკრატიის და რუსეთის აგრესიისაგან თავისუფალი სამყაროს მხარდასაჭერად. გთხოვთ გაიკეთეთ 2-2 პირბადე”.- წერია აქციის აღწერაში.