15 ივლისის მონაცემებით, საქართველოში აცრილი მოსახლეობის 67% ქალია, 33% კი – კაცი

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოსახლეობის 67% ქალია, 33 კი – კაცი. ანგარიში 2021 წლის 15 მარტიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში ვკითხულობთ.

NCDC-ის ცნობით, 15 ივლისამდე პერიოდში, 18-49 და 50-54 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე მეტი ადამიანი სინოფარმის ვაქცინითაა აცრილი.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკასფაიზერისსინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.