“გაიმართება მორიგი მწვავე საპროტესტო აქცია თბილისში. ხვალ, გაიმართება აქცია-მსვლელობა ავტოკოლონებით. შეკრების ადგილი იქნება სამი – 14:00 საათზე. ჩვენ შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, აღმაშენებლის ხეივანზე – ცესკოსთან, და მესამე ლოკაცია – ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი, კახეთის გზატკეცილზე, რათა ხმამაღლა გავაპროტესტოთ საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, სიგნალებით – რუსული რეჟიმი და მისი არაადამიანური სახე”, – განაცხადა ნიკა მელია. 

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ, თბილისში, 14:00 საათზე მასშტაბური საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება.