17 მაისს სასულიერო პირები ქალაქს მანქანებით შემოივლიან და ნაკურთხ წყალს აპკურებენ

” ხვალ რამდენიმე მანქანა სასულიერო პირებთან ერთად მოივლის ქალაქს, ნაკურთხ წყალს ასხურებს “- ეს განცხადება არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილმა  17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით სასულიერო პირები ქალაქს მანქანით შემოივლიან და ქუჩებს აკურთხებენ.

“17 მაისს ხატი შემობრძანდებოდა ხოლმე თბილისში და ხალხთან ერთად იმართებოდა მსვლელობა. წელს მსვლელობა ვერ იქნება… ხვალ რამდენიმე მანქანა სასულიერო პირებთან ერთად მოივლის ქალაქს, ნაკურთხ წყალს ასხურებს და ასე მიულოცავენ ხალხს ამ დღესასწაულს, ოჯახის დაცვის სიწმინდის დღეს”, – აცხადებს არქიმანდრიტი.

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს საპატრიარქომ ამ დღეს ოჯახის სიწმინდის დღე დააწესა.