17 წლის ბიჭმა ფანჯრიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვი დაიჭირა

თურქეთში 17 წლის ბიჭმა საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვი ხელით დაიჭირა.

კადრებში ჩანს, რომ უყურადღებოდ დატოვებული ბავშვი, ბიჭმა დროულად შენიშნა და მის დასაჭერად მოემზადა.

ბავშვს დაზიანებები არ მიუღია. დოჰა მუჰამედი, რომელმაც ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა სირიიდან არის დევნილი.