170 შემთხვევიდან 88 ინფიცირებულთან კონტაქტია, 50 – მოგზაურობის ისტორიით – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 170 ადამიანიდან 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 მოგზაურობის ისტორიით, 4 საკარანტინე სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.

„დაგვემატა 170 ახალი შემთხვევა და 2562 დადასტურებული შემთხვევაა. 170 დადასტურებულ შემთხევვაზე ორნაირი ახსნა მინდა მოგაწოდოთ. 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 გახლავთ მოგზაურობის ისტორიით, 4 გახლავთ საკარანტინე სივრცეში დადასტურებული, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება. ეს 170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება -124 გახლავთ აჭარა, ანუ ბათუმი, 20 -თბილისი, 13- იმერეთი, ანუ ქუთაისი, 6 სამეგრელო ზემო სვანეთი-ზუგდიდი, 3 გახლავთ გურია-ოზურგეთი, 3 გახლავთ მცხეთა-მთიანეთი და ერთი არის რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი. გამოჯანმრთელებულები გახლავთ 1381, მარტო 11 გამოჯანმრთელებული გვყავს და ამ ეტაპზე 1154 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული, 170 შემთხვევა დადასტურდა.