17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 41.35%, 2020 წელს – 45.77%; 2017 წელს – 36.71%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა, რაც 1 446 218 ადამიანია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმავე დროს ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა;

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – 36.71%;

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.  საა​რჩევნო უბნები 08:00 საათიდან გახსნილია. თუმცა, ზოგიერთი უბანი დაგვიანებით გაიხსნა.