6 წელზე ძველი ავტომობილის შემოყვანა აღარ აიკრძალება – გაიზრდება საბაჟო გადასახადი

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი,  ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 6-ზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყავნის აკრძალვას გააუქმებენ. კობახიძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციით დაწესდება აქციზი 1 კუბზე 4.5 ლარის ოდენობით.

“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა კორექტირება შევიტანოთ ამ გადაყვეტილებაში, კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6-ზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული 1 კუბზე 4.5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზის ტარიფით.ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე. სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესამსისი კერძო სუბიექტების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს” – თქვა ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე.

12 თებერვალს  კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილის პარლამენტში წარადგინეს ახალი კანონპროექტი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით.