18 მარტიდან ზღვრული ფასები დამატებით 300 პროდუქტზე ამოქმედდება – ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. უწყების განცხადებით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს.

“რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან”, -აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1100-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა.