კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდა – დაიღუპა 66 ადამიანი

კოლუმბიაში საჰაერო ძალების Hercules C-130-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა -ვდაიღუპა  66 ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს ოთხი ადამიანის პოვნის მიზნით, რომლებიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურის, უგო ალეხანდრო ლოპესის განცხადებით, ჩამოვარდნის დროს თვითმფრინავს 128 ადამიანი გადაჰყავდა, მათ შორის, საჰაერო ძალების 11 წევრი, არმიის 115 სამხედრო და ორი პოლიციელი.  გადარჩენილებიდან 57 სამხედრო კლინიკაშია ჰოსპიტალიზებული, მათგან 30-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სერიოზული.

თავდაცვის მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, შემთხვევა თვითმფრინავის აფრენის დროს მოხდა, როცა პერუს საზღვართან მდებარე ქალაქ პუერტო-ლეგისამოდან შეიარაღებული ძალების სამხედროების ტრანსპორტირება მიმდინარეობდა.