19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, უნივერსიტეტებში სწავლა აუდიტორიებში აღდგება

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, აჭარის რეგიონის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტები აუდიტორიებში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან.

„19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველგან სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში. შესაბამისად, უნივერსტიტეტები და პროფესიული სასწავლებლები აუდიტორიებში განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას.

კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენ, ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განაახლონ მეცადინეობები”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.