19 სექტემბრიდან მელიქიშვილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება

19 სექტემბრიდან მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც ცნობილია, გამზირზე ამჟამად გზის საფარი იგება.

“ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები დასრულებულია, ეს არის ქვედა ფენებში მოქცეული ინფრასტრუქტურა, ამის შემდეგ კიდევ ორი ფენა უნდა დაეგოს და ორი ფენა მოასფალტება უნდა განხორციელდეს. [..] ამის შემდეგ წყალარინების ჭის თავები იქნება წამოსაწევი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების განახლება, მოპირკეთდება ფილებით, დაიდგმება განათების ბოძები”, – განაცხადა კალაძემ.