19 წლის კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

ბოკერიას სახელობის კლინიკაში 19 წლის კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.  ქალს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია.30 ივლისს ის საავადმყოფოში ინფიცირებული შეიყვანეს, 1-ელ აგვისტოს საკეისრო კვეთა გაუკეთდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა კოვიდის გართულებების გამო დამძიმდა.

ჩვილი ინფიცირებული არ არის.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ორსულის გარდაცვალების 11 შემთხვევაა დაფიქსირებული.