უკრაინა მონაწილეობას მიიღებს თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში. ამჟამად მხარეები მონაწილეობის ფორმატსა და უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაზე თანხმდებიან, – , ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკი აცხადებს,რომ უკრაინა აუცილებლად იქნება წარმოდგენილი ალიანსის მომავალ შეხვედრაზე. თუმცა, წარმომადგენლობის დონისა და მონაწილეობის კონკრეტული ფორმატის შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია.
„ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ, რა ფორმატით და ვის მიერ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ნატო-ს სამიტი 7-8 ივლისს არის დაგეგმილი.















