საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდში კენჭისყრა დასრულდა. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
- სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო(მუჯირი) – 20 ხმით
- მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი(აქიაშვილი) – 7 ხმით
- ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმით
- წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ (კაცია)
- მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)
- მარგველი ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)
თუ ხმათა რაოდენობა უცვლელი დარჩა, მიტროპოლიტი შიო გაფართოებულ კრებაზე პირველივე ტურში გაიმარჯვებს და გახდება საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.
„დასრულდა დღევანდელი სინოდი. როგორც ყოველთვის სინოდის განჩინებას მოგვიანებით წაიკითხავს სინოდის მდივანი. დღეს იყო საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა. სამი კანდიდატი იქნა გამორჩეული: მოსაყდრე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი. შემდგომში, მოგეხსენებათ, რომ ამ სამ კანდიდატს შორის კენჭისყრა შედგება უკვე გაფართოებულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრის შედეგი უკვე გვაჩვენებს ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. თარიღი არ არის ჯერ ცნობილი. რაც შეეხება იმას ვინ რამდენი ხმა აიღო, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა მიიღო 7-7 ხმა. ასევე დასახელდა კანდიდატად მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედექი. დღევანდელ სხდომაზე მთავარი პრინციპული საკითხი რაც ამ თემებს გადაწყვეტდა იყო ის, რომ მართვა- გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით, ამის მიხედვით იხელმძღვანელა სინოდმა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.















