„ელენეს აქვს დიდი გული. „ლაკამ“, როცა მე კლინიკაში არ გადავყავდი, 2021-ში იშიმშილა და ჯანმრთელობა დაიზიანა. ახლა ელენეს ეპყრობიან ისევე, როგორც მაშინ მე მეპყრობოდნენ. რა თქმა უნდა, ეს არის „ნულოვანი თანაგრძნობის” პოლიტიკის პირდაპირი განხორციელება ყველაზე არაადამიანური სახით და არის წამება, არაადამიანური მოპყრობა ევროპული კონვენციების მიხედვით“
ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას.















